აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებას მარინ ლე პენი გმობს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მარინ ლე პენი ცვლის ტონს შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ.

„ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების სისასტიკე იმსახურებს დაგმობას. ეს ძალიან სასტიკი ნაბიჯია უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პატრიოტული თავდაცვით არიან დაკავებული“, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

4 მარტს ამერიკული მედიისთვის ცნობილი გახდა ტრამპის ბრძანება, რომ შეაჩეროს უკრაინაში ყველა სამხედრო დახმარება, ვიდრე არ დაინახავს, რომ უკრაინის ხელისუფლება აჩვენებს კეთილ ნებას მშვიდობისკენ.

თარგმანი: პირველი არხი