აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 9 აპრილს უარყო, რომ ღაზის სექტორში ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ჩადის და განაცხადა, რომ აშშ-ს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ უნახავს. ამის შესახებ ოსტინმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში ისაუბრა, სადაც მას დემონსტრანტებმა ჩვენება რამდენჯერმე გააწყვეტინეს.
"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს სჩადის". - ამბობს ოსტინი.
სენატში სიტყვით გამოსვლისას მან ასევე მხარი დაუჭირა ისრაელისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიცემას, რომელიც ამ დროისთვის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უთანხმოების გამოა ბლოკირებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ისრაელი, უკრაინასა და აშშ-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად, აშშ-სგან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ამასთანავე, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მნიშვნელობას.
"მე ნამდვილად მჯერა... რომ თუკი მათ სურთ, სტაბილურობის მხრივ გრძელვადიანი შედეგი შექმნან, მაშინ ვინმემ პალესტინელ ხალხს უნდა დაეხმაროს". - განაცხადა მან.