აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს და ის უკვე შეუდგა უფლებამოსილებების შესრულებას. ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება.
70 წლის ოსტინი საშარდე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოს კრიტიკული თერაპიის განყოფილებაში 11 თებერვალს გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ოსტინი თავს კარგად გრძნობს.
22 დეკემბერს ოსტინი მერილენდის უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. თავდაცვის მდივნის ჰოსპიტალიზაციის შესახებ მხოლოდ 4 დღის შემდეგ გახდა ცნობილი. მოგვიანებით ოსტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პრეზიდენტს ჰოსპიტალიზაციის შესახებ დროულად არ შეატყობინა.