თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დღეს ჩვენი დღეა - დღე, რომელიც ჩვენი გმირების თავგანწირვით და სამშობლოს მარადიულობის რწმენით მოვიპოვეთ.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ჩვენი ღირსების სიმბოლოა. იგი გვახსენებს, რამხელა წარსულის და მომავალზე პასუხისმგებლობის მქონე ერი ვართ; რა გზა გავიარეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, წინსვლას და კეთილდღეობას!
ხსოვნა და დიდება იყოს ქვეყნის თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების!
დიდება საქართველოს!" - ნათქვამია კახა კალაძის მილოცვაში.









