პარიზში დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირის ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყო.

ახალგაზრდა ფრანგ ჩოგბურთელს, მსოფლიო რეიტინგში 140-ე ადგილზე მყოფ 21 წლის არტურ გეას, დღეს მძიმე დღე ჰქონდა: გარდა იმისა, რომ მეტოქედ მსოფლიოს მე-13 ჩოგანი ჰყავდა, შეხვედრის დაწყებიდან 40 წუთში მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მსაჯს ჰკითხა, შეიძლებოდა თუა არა ტუალეტში გასულიყო. პასუხი უარყოფითი იყო: წესი წესია და კორტის დატოვება მხოლოდ გეიმის დასრულების შემდეგ შეიძლება.

ფრანგმა დაჟინებით იმეორებდა, რომ ცუდად იყო და ექიმი გამოიძახეს. „დიარეა მაქვს, ტუალეტში უნდა გავიდე. ვერ ვმოძრაობ, კორტზე @@@“, - პირდაპირ განაცხადა ჟეამ. მიუხედავად ამისა, მას თამაშის გაგრძელებამ მოუწია.

საბედნიეროდ, მან გეიმი მალე დაასრულა (ექიმის გამოძახების მომენტში იგი წინ იყო და გეიმის მოგებას ერთი ქულა აშორებდა) და ექიმის ნებართვით დაუყოვნებლივ მიაშურა გასახდელს. რამდენიმე წუთის შემდეგ აშკარად ფერზე მოსული ჟეა კორტზე დაბრუნდა, მაგრამ ხაჩანოვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, 3:6, 6:7(3:7), 0:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.