ფესტივალი "ვარდების წვიმა" იუბილარია. 31 მაისს, დაბადებიდან 10 წლის თავზე, ვარდების სურნელი გადაიქცევა მუსიკად, ვიზუალურ ხელოვნებად და პოეზიად. ხელოვანები მთელი საქართველოდან, სცენაზე და სცენის გარეთ — იმისთვის, რომ ერთსულოვნად ვუპასუხოთ კითხვას: რა შეუძლია ხელოვნებას მაშინ, როცა სიტყვები უძლურია?
წლევანდელი "ვარდების" ფესტივალი, რომელიც ეძღვნება კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას, სულთმოფენობის საუფლო დღესასწაულს დაემთხვა და მისი საქველმოქმედო ხასიათიდან გამომდინარე, ღონისძიებიდან მიღებული შემოსავალი წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს (ძეგვის თავშესაფარი) მოხმარდება.

როგორც ფესტივალის უცვლელი ავტორი და ორგანიზატორი, პოეტი ცირა ოქროპირიძე "აიპრესთან" საუბარში აღნიშნავს, ქალაქების რკინის რიტმში ვარდის ფურცელი თითქოს წინააღმდეგობის მშვიდი ფორმაა — შეხსენება იმისა, რომ ადამიანს ჯერ კიდევ შეუძლია იგრძნოს სურნელი, სინაზე და სიყვარული.

„როდესაც სამყარო აგრესიული ურბანიზმის ქვეშ კარგავს ბუნებრივ სუნთქვას, ვარდის ფურცელი სულთმოფენობის მსგავსად იქცევა ცოცხალი სულის ნიშნად — უხილავ მადლად, რომელიც ადამიანს ადამიანთან აბრუნებს,“ განაცხადა ცირა ოქროპირიძემ, რომელიც უკვე მეათედ შეეცდება აავსოს დედამიწა ვარდის სურნელით და მასში მონაწილეობის ბედნიერება ხელოვნების მოყვარულ თუ მიმდევარ უამრავ ადამიანს მიანიჭოს. .

დროა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის გამოხატვით:
„აავსე დედამიწა ვარდის სურნელით“.
„ვარდების წვიმა“ — ესაა ფერადოვანი გზავნილი სამყაროში, რომელიც ვარდის სურნელიდან იღვრება ადამიანში, ადამიანიდან ადამიანში და ამრავლებს სიყვარულის ენერგიას სამყაროში.
წლევანდელი „ვარდების წვიმა“ ეძღვნება კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას.
31 მაისს ვარდების სურნელი გადაიქცევა მუსიკად, ვიზუალურ ხელოვნებად და პოეზიად. ხელოვანები მთელი საქართველოდან, სცენაზე და სცენის გარეთ — იმისთვის, რომ ერთსულოვნად ვუპასუხოთ კითხვას:
რა შეუძლია ხელოვნებას მაშინ, როცა სიტყვები უძლურია?
ფესტივალის ფარგლებში შესრულდება ოპერის არიები და ლაივ მუსიკალური სეტები, პოეზია და ფოლკლორი. შეიქმნება საერთო სივრცე კამერული საუბრებისთვის.
ფესტივალი მხარს დაუჭერს წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს (ძეგვის თავშესაფარი). შემოსავალიც მოხმარდება ამ მიზანს.
ღონისძიებას დაასრულებს ჯადოსნური ვარდის ფურცლების წვიმა.

მონაწილეობენ:
გია მაჭარაშვილი; ნინო სურგულაძე; ნატო მეტონიძე; დინი ვირსალაძე; რომა რცხილაძე; ეკა კვალიაშვილი; კახა ცაბაძე; თემურ თათარაშვილი; ჯუმბერ ამანათაშვილი; ტატო გოდერძიშვილი; ირმა გურიელი; თამარ ალადაშვილი; მარიამ შონია; ნანა ცინცაძე; ცირა ოქროპირიძე; სულხან გველესიანი; ხათუნა ჭოხონელიძე; ვანიკო გალუაშვილი; ირაკლი მურჯიკნელი; ნათია ბეჟაშვილი; დავით წიკლაური;
მსახიობები: ელდინო საღარაძე; სოფო ღლონტი;
საღამოს წამყვანები: ნინო მეუნარგია; გოგა ჩხეიძე
ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი: ცირა ოქროპირიძე





