„კრატალბეთ - ეროვნულ ლიგაში“ მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

თბილისის „დინამო“ სახლში ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფელიპე პირესის მიერ, გიორგი არაბიძის ბრწყინვალე გადაცემის და გიორგი ლორიას აშკარა შეცდომის შემდეგ, გატანილი გოლით დამარცხდა.

თემურ ქეცბაიას სათავეში ჩადგომის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია (4 მოგება და 2 ფრე) ჰქონდა.

„დინამო“ - „ტორპედო“ 0:1(0:0)
გოლი: 70' ფელიპე პირესი


გაგრა“- „დილა“ 2:0(0:0)
გოლები: 64' კლაუდინეი 1:0, 86' ანდრეი ანდრეიჩუკი 2:0
გაძევება: 81' ჟოაო არაუჟო („დილა“, მეორე ყვითელი)