ამის შესახებ „რეფორმების პარტიის" ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა ბრიტანულ „ტელეგრაფს" განუცხადა.
ნაიჯელ ფარაჯმა, რომელიც ლონდონის უძრავი ქონების მაგნატთან, „კონსერვატიული პარტიის" ყოფილ სპონსორთან, ამჟამად კი „რეფორმების პარტიის" ხაზინადართან, ნიკ კენდისთან ერთად აშშ-ის ახლა არჩეულ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოში სტუმრობდა, „ტელეგრაფს" განუცხადა, რომ ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს შეხვდა და მასთან პარტიისთვის მსხვილი ფულადი შეწირულობის საკითხი განიხილა.
ფარაჯმა თავისი განცხადებით პირველად დაადასტურა, რომ ხმები ილონ მასკის მიერ ლეიბორისტების და კონსერვატორების ოპოზიციაში მყოფი ყველაზე ძლიერი პარტიის 100 მილიონამდე დოლარით დაფინანსების შესახებ, უსაფუძვლო არ იყო.
ნაიჯელ ფარაჯის თქმით, მან ყურადღებით მოისმინა რესპუბლიკელების მიერ საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული სიახლეების შესახებ და სახლში დაბრუნდა დეტალური ჩანაწერებით იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდეს მათ აქტივობა, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მრავალი სხვა, რის განხორციელებასაც თავად შეცდება „რეფორმების პარტიის" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
ილონ მასკი სიღრმისეულადაა გაცნობიერებული გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკაში და მას მიაჩნია, რომ ინგლისურენოვანი სამყაროს სამშობლო ახლა სერიოზულ გასაჭირშია. მედიაში ასეთი ინტენსიური სპეკულაციის შემდეგ ფულის საკითხის განხილვა გარდაუვალი იყო და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება, - განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა.