ფინეთი მალე უკრაინას 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების 22-ე პაკეტს გაუგზავნის. ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურში იტყობინება.
ამ პაკეტით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინისთვის ფინეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულებამ 1,8 მილიარდ ევროს აღწევს. პაკეტის შინაარსი და უკრაინაში იარაღის გაგზავნის დრო უსაფრთხოების მიზეზების გამო არ სახელდება.
”ეროვნულ დონეზე და უფრო ფართოდ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გზები უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდასაჭერად. ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმაზე. ჩვენს ინდუსტრიას აქვს დიდი გამოცდილება. ჩვენ ვმუშაობთ ამ გამოცდილების და შესაძლებლობების ეფექტურად მოზიდვაზე, მათ შორის უკრაინის მხარდასაჭერად. ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.