საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს,   ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა,  რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.  

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე  დააკავეს. დაკავებულს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასმართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.