ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი ამბობს, რომ მუშაობს რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ტრანზაქციების სრულ აკრძალვაზე.
ჰაკანენმა საკითხი გასული წლის ოქტომბერში დააყენა და ქვეყანაში რუსული უძრავი ქონების შესყიდვებს უსაფრთხოების გამოწვევა უწოდა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ფინეთი მიზნად ისახავს, გაამკაცროს სალიცენზიო პირობები უძრავი ქონების ტრანზაქციებზე ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ პირებისა და კომპანიებისთვის, რაც კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.
ფინეთის ხელისუფლებამ უკვე დაბლოკა რუსეთთან დაკავშირებული კომპანიის მიერ უძრავი ქონების შესყიდვის რამდენიმე მცდელობა.