თბილისში, ნაქირავებ ბინაში ახალგაზრდა გოგოს, აისუნ გულიევას ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც "ტვ პირველთან" ოჯახის წევრი აცხადებს, აისუნი გარდაცვალების დღეს ნახეს, მასთან იყვნენ მარნეულიდან ჩასულები. უკან დაბრუნებულებს აისუნის ოთახის მეზობელმა დაურეკა და აცნობა, რომ ბინაში შესვლას ვერ ახერხებდა.
ოჯახი თბილისში დაბრუნდა და პოლიციასთან ერთად შევიდა ბინაში, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.




