შემთხვევა ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე იმ დროს მოხდა, როცა 75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებულმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.