ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა დასრულდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 1.95 მილიონმა ამომრჩეველმა ისარგებლა. სულ ქვეყანაში 4.55 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 84.8%. მოელიან, რომ გაიმართება არჩევნების მეორე ტურში, რადგან პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მოაგროვა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის,Yle-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგების თანახმად, ლიდერობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ სტუბი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო.
სტუმბა ამომრჩეველთა ხმების 27.2% მიიღო, ხოლო ჰაავისტომ - 25.1%.
არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები.