ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განაცხადა მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.
მისი თქმით, ის არის ადამიანი, რომელიც სრულად უძღვნის თავს ქრისტესა და ეკლესიას.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ. ის არის ადამიანი, რომელიც სრულად უძღვნის თავს ქრისტესა და ეკლესიას. არის თავმდაბალი, აქვს პატრიარქის მადლი, ლოცვა-კურთხევა. შევთხოვთ ღმერთს, ისე ემსახუროს ეკლესიას, როგორც ღმერთს ნებავს“, - აღნიშნა მან.








