ასეთი განცხადება ბრაზილიის პრეზიდენტმა ბარსელონაში მიმდინარე ფორუმზე, „გლობალური პროგრესული მობილიზაცია“, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირ დასახელების გარეშე, ბრაზილიის პრეზიდენტმა გააკრიტიკა გაეროს უმოქმედობა კონფლიქტების პრევენციის საკითხში და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები საველე მეთაურები გახდნენ.

„მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტს, რაც არ უნდა დიდი იყოს ის, არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნებს თავისი წესები მოახვიოს თავს. არც ერთს. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი უნდა შეიკრიბოს, რათა შეცვალონ თავიანთი ქცევა. ყოველ დილით თვალის გახელისას და ყოველ საღამოს თვალის დახუჭვისას ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ ტვიტს პრეზიდენტისა, რომელიც მშვიდობას ემუქრება და ომს აცხადებს 

ლულამ ღიად გამოხატა შეშფოთება კუბის წინააღმდეგ მუქარისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების გამო. ლულას თქმით, კუბას პრობლემები აქვს, მაგრამ ეს პრობლემები კუბელმა ხალხმა უნდა გადაჭრას. მან ასევე კიდევ ერთხელ ისარგებლა შემთხვევით და მოუწოდა კუბის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ.

პრეზიდენტმა ლულამ ასევე განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერით. მან განაცხადა, რომ ბრაზილიაში ექსტრემიზმი დამარცხდა, მაგრამ ის კვლავ იყრის კენჭს თანამდებობაზე.

„ჩემს ბრაზილიაში ჩვენ ახლახან დავამარცხეთ ექსტრემიზმი. ჩვენ გვყავს ყოფილი პრეზიდენტი -  27 წლით თავისუფლებააღკვეთილი. ჩვენ გვყავს გადატრიალების მცდელობისთვის დაპატიმრებული ოთხი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, მაგრამ ექსტრემიზმი არ გამქრალა. ის ჯერ კიდევ ცოცხალია და კვლავ იყრის კენჭს თანამდებობაზე“, - თქვა ლულამ.  

პრეზიდენტმა ლულამ ასევე დაიცვა ციფრული პლატფორმების კონტროლის აუცილებლობა და გააკრიტიკა  ისრაელის ქმედებები ლიბანში.

„ლიბანი არ შეიძლება იყოს ისრაელის ყველა ომის მსხვერპლი“, - განაცხადა ლულამ.