სიონის საკათედრო ტაძარში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება.

მათ პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს, ტაძარში სასულიერო პირები პანაშვიდს იხდიან. ადგილზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებიან.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. პაპუაშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვისთვის.

შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო საქმიანობაში ქრისტიანული ღირებულებების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღნიშნავს. შალვა პაპუაშვილმა დელეგაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ერთგული წევრია და მზად არის შემდგომი თანამშრომლობისთვის.