ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც  რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.  ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრი პაველ ფროლოვი Telegram-ზე წერს.

„ბუქარესტში ზაფხულის სესიის გახსნის დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის 10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და აღიარებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის და მისი შეიარაღებული ძალების ქმედებებს სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინელი ხალხის გენოციდად, - წერს ფროლოვი.

ამასთან, ფროლოვი აღნიშნავს, რომ რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციის აუცილებლობას, როგორც „მუდმივი მშვიდობის დამყარების გარდაუვალ წინაპირობას“.