ამის შესახებ ფრანგული სპორტული გაზეთი „ეკიპი" წერს.

ოთხშაბათს ლონდონში, „ერთად პალესტინისთვის“ კონცერტზე გამოსვლისას, ცნობილმა ფეხბურთელმა, 59 წლის ერიკ კანტონამ ისრაელის ძირითადი საფეხბურთო შეჯიბრებებიდან მოკვეთა მოითხოვა.

„მე ვიცი, რომ საერთაშორისო ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. ეს კულტურაა, ეს პოლიტიკაა, ეს რბილი ძალაა, იმ გაგებით, რომ ქვეყანა საკუთარ თავს მსოფლიო ასპარეზზე წარმოადგენს. დროა, ისრაელს ეს პრივილეგია ჩამოერთვას“, - თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.

კანტონამ, რომელმაც ადრეც გამოთქვა მხარდაჭერა პალესტინის საქმის მიმართ, თავის გამოსვლაში შედარება გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიღებულ ზომებთან.

„ფიფამ და უეფამ რუსეთი ჩემპიონატიდან უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მოკვეთეს. 716 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ამას გენოციდი უწოდა და ისრაელს კვლავ აქვს თამაშის უფლება. რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტები? ფიფამ და უეფამ ისრაელი უნდა მოჰკვეთონ. კლუბებმა უარი უნდა თქვან ისრაელის გუნდების წინააღმდეგ თამაშზე. ყველა აქტიურმა მოთამაშემ უარი უნდა თქვას ისრაელის გუნდების წინააღმდეგ თამაშზე“, - განაცხადა ერიკ კანტონამ.