საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ ევროპულ კომპანიებს აშშ-ში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდა. 

მაკრონმა ტრამპის ტარიფების გამო ევროპულ კომპანიებს აშშ-ში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდა 

"დაგეგმილი ინვესტიციები, ასევე ისინი, რომლებიც ბოლო კვირებში გამოცხადდა, უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ აშშ-სთან რაღაც საკითხები არ გაირკვევა" – თქვა მაკრონმა საფრანგეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.