საფრანგეთის მთავრობის პრესმდივანმა, სოფი პრიმასმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესას საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ აუწყა.
სოფი პრიმასის თქმით, ემანუელ მაკრონმა, ისე, რომ მარინ ლე პენისთვის გამოტანილი განაჩენის დეტალებს არძშეხებია, გაიხსენა ძალიან ზოგადი პრინციპები:
„პირველი, რაც ცხადია, არის ის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და იღებს გადაწყვეტილებებს სრულიად დამოუკიდებლად და მას, როგორც ჩვენი დემოკრატიის საყრდენს, პატივი უნდა ვცეთ. მეორე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ მუქარა მოსამართლეებისადმი არის აბსოლუტურად მიუღებელი და შეუწყნარებელი, რადგან ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ დემოკრატიულ გარემოში. სასამართლო სისტემა არის სრულიად დამოუკიდებელი და მას პატივი უნდა ვცეთ. და მესამე, რაც უნდა გვახსოვდეს: ყველას აქვს თანაბარი სამართლიანობის უფლება და კანონი ყველასთვის ერთია“.