საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულე მაკრონის თქმით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია, ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, სანქციები რუსეთის აგრესიის შედეგია, ამიტომ მათი მოხსნაც დამოკიდებულია იმაზე, გააკეთებს თუ არა რუსეთი არჩევანს საერთაშორისო სამართლის სასარგებლოდ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის ნაცვლად, ახალ პირობებს აყენებს.