ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N43-ში სკვერის განახლება იწყება.
1 600 კვ. მ ფართობის ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, სკვერში მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, ფიტნეს ზონა, პარკინგი. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პირველ რიგში, ტერიტორიაზე ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაო შესრულდება.
დეტალურად პროექტთან დაკავშირებული გეგმები ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა განიხილა.