უეფას ერთა ლიგაზე ბოლოსწინა ტურის მესამე სათამაშო დღის ხუთი შეხვედრა დასრულდა.

B-4 ჯგუფში თურქეთმა სახლში უელსთან გამარჯვება ვერ შეძლო და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. ისლანდიამ მონტენეგროში გაიმარჯვა და მეორე ადგილის დაკავების და A ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შანსი შეინარჩუნა.

თურქეთი - უელსი 0:0
89-ე წუთზე ქერემ აქთურქოღლუს დარტყმული თერთმეტმეტრიანი ძელს მოხვდა.

მონტენეგრო - ისლანდია 0:2(0:2)
გოლები: 74' ორი ოსკარსონი 0:1, 88' ისაკ იოჰანესონი 0:2

დარჩენილი შეხვედრები:
19 ნოემბერი მონტენეგრო - თურქეთი
19 ნოემბერი უელსი - ისლანდია



C-1 ჯგუფში აზერბაიჯანმა პირველი ქულა მოიპოვა, თუმცა ბოლო ტურის შეხვედრების შედეგების მიუხედავად ის სატურნირო ცხრილის ფსკერზე დარჩება.

აზერბაიჯანი - ესტონეთი 0:0

დარჩენილი შეხვედრები:
16 ნოემბერი შვედეთი - სლოვაკეთი
19 ნოემბერი სლოვაკეთი - ესტონეთი
19 ნოემბერი შვედეთი - აზერბაიჯანი



D-2 ლიგაში მოლდოვამ ანდორაში 90+2' წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა და ბოლო ტურის მალტა - ანდორის მატჩის შედეგის მიუხედავად პირველი ადგილი და C ლიგაში დაწინაურება გაინაღდა.

ანდორა - მოლდოვა 0:1(0:0)
გოლი: 90+2' ვირჯილიუ პოსტოლაჩი

დარჩენილი შეხვედრა:
19 ნოემბერი მალტა - ანდორა



შეგახსენებთ, რომ დღეს, ბათუმში, საქართველოს და უკრაინის შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მასალა განახლებულია.