საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ისტორიაში მეოთხე გამარჯვება საქართველოს ანდრია ფუტკარაძე მოუტანა.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სპორტულ-გასართობი კომპლექსის დარბაზის სცენაზე ანდრია ფუტკარაძე 7000 მაყურებლის და ჟიურის წინაშე გიგა კუხიანიძის და მაკა დავითაიას სიმღერით, To My Mom („დედას") წარდგა და 17 ქვეყნის მონაწილეთაგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან სხვებთან შედარებით ბევრად მაღალი შეფასება, 180 ქულა დაიმსახურა და მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ხმებით მეექვსე იყო, ჯამში 26 ქულით მეტი დააგროვა, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა კონკურენტმა პორტუგალიიდან.
ფოტოზე: საბავშვო ევროვიაზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე და მოცეკვავე გაბრიელ მაჩაბელი / EBC