საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია.
ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გაამრჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება
საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვირპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან.
ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.