პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანდრია ფუტკარაძის საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია.
ანდრია ფუტკარაძემ, საქართველოს, კონკურსზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა.
ამ შედეგით საქართველო საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.