საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე  შეხვედრა გამართა.

ქართველმა ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა შვედეთში, „ბუროს არენაზე",  ნორვეგიელებთან გამართეს.

პირველი ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა 0:2 წააგეს.

მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში ვახტანგ სალიამ გაიტანა გოლი, 76-ე წუთზე კი გიორგი გოქსაძემ ანგარიში გაათანაბრა.

86-ე წუთზე ნორვეგიელებმა მესამედ აიღეს საქართველოს ნაკრების კარი და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეჯიბრების დასკვნით ტურში შვედეთი ნორვეგიას ხვდება, საქართველო კი ესპანეთს. ჯგუფის ორი საუკეთესო და ცამეტივე ჯგუფის ერთადერთი საუკეთესო ნაკრები პორტუგალიაში, მასპინძლებთან ერთად შვიდ ჯგუფში გადანაწილდებიან და გამარჯვებულები რუმინეთში, რუმინეთის ნაკრებთან ერთად იბრძოლებენ ევროპის ჩემპიონობისთვის.