ბათუმში დასრულდა ერთა ლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრა საქართველოს და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის.

შეხვედრა ქართველ ფეხბურთელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა უკრაინელთა სწრაფი  კონტრშეტევისას მიხაილო მუდრიკის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სოლომონ კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და უკრაინელები დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებმა არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად მხოლოდ საპასუხო ბურთის გატანა შეძლო და შეხვედრა ფრედ დასრულდა.   

საქართველო - უკრაინა 1:1(0:1)
გოლები: 7' სოლომონ კვირკველია, საკუთარ კარში 0:1, 75' გიორგი მიქაუტაძე 1:1

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ნაკრებთან ჩატარებული 11 ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრიდან საქართველოს არცერთი არ მოუგია (5 ფრე, 6 წაგება).

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

გიორგი მამარდაშვილი - სოლომონ კვირკველია (67' გიორგი გოჩოლეიშვილი), გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი - ოთარ კაკაბაძე, გიორგი ჩაკვეტაძე (46' ზურიკო დავითაშვილი), გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ანზორ მექვაბიშვილი), ლევან შენგელია(67' გიორგი წიტაიშვილი) - ხვიჩა კვარაცხელია - ბუდუ ზივზივაძე (67' გიორგი მიქაუტაძე)

მასალა განახლებულია.