პადოვაში, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა, მსოფლიოს თასზე, მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში, ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, ტურნირის მასპინძელი იტალია 45 - 41 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძემ დასკვნით ეტაპზე საოცრად იასპარეზა, 40 - 37 - დან, ბაზაძის რვა ქულას, იტალიელმა პიეტრო ტორემ მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით უპასუხა და საბოლოოდ, ეს დაპირისპირება, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე გამოსვლა მეშვიდე ადგილით დაასრულა და ქართულ ფარიკაობას ორი ისტორიული გამარჯვება შესძინა!