საფრანგეთის ქალაქი ნიმი ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშების მონაწილეებს მასპინძლობდა. დღეს მონაწილე ქვეყნები გუნდურ პირველობაში ასპარეზობდნენ

ქართველი ეტლით მოფარიკავეების გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იყვნენ, ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება და მეტოქე, კორეის ნაკრები 45:37 დაამარცხა (ნინა თიბილაშვილი 17 ჩხვლეტა, ირმა ხეცურიანი 15 ჩხვლეტა, გვანცა ზადიშვილი 13 ჩხვლეტა).

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრა 41:45 წააგო (ირმა ხეცურიანი 15 ჩხვლეტა, ნინა თიბილაშვილი 14 ჩხვლეტა, გვანცა ზადიშვილი 11 ჩხვლეტა) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა