იტალიის ქალაქ პიზაში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით მოფარიკავეთა შორის

ეტლით მოფარიკავეთა გუნდური შეჯიბრება საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს  ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი, ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება და მეტოქეს, უნგრეთის ნაკრებს 45:40 სძლია (გვანცა ზადიშვილი 20 ჩხვლეტა, ნინა თიბილაშვილი 15 ჩხვლეტა, ირმა ხეცურიანი 10 ჩხვლეტა).

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ტაილანდის ნაკრები 45:23 დაამარცხა (ირმა ხეცურიანი - 15, ნინა თიბილაშვილი - 15, გვანცა ზადიშვილი - 15) და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ პოლონეთის ნაკრები ჰყავდა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ორი შეხვედრის შემდეგ პოლონეთი 10:3 დაწინაურდა, მაგრამ მესამე წყვილის დაპირისპირებისას გვანცა ზადიშვილმა 12 ჩხვლეტა მიაყენა მეტოქეს და  საქართველოს ნაკრები 15:12 დაწინაურდა. პოლონელთა ლიდერის, კინგა დროზდის მცდელობის მიუხედავად,  მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვა, დამაჯერებელი ანგარიშით 45:30 გაიმარჯვა (გვანცა ზადიშვილი - 22, ნინა თიბილაშვილი -  13, ირმა ხეცურიანი - 10) და მსოფლიო თასის გათამაშების, ცნობილის როგორც „დახრილი კოშკი",  ოქროს მედლის მფლობელი გახდა.




მესამე საპრიზო ადგილი ტაილანდის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ უკრაინელებმა დაიკავეს.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა მოფარიკავეებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:

რაპირა A კატეგორია
ნინა თიბილაშვილი - მე-9 ადგილი
გვანცა ზადიშვილი - მე-10 ადგილი

რაპირა B კატეგორია
ირმა ხეცურიანი - მე-5 ადგილი

ხმალი A კატეგორია
ნინა თიბილაშვილი - მე-5 ადგილი
გვანცა ზადიშვილი - მე-10 ადგილი

ხმალი B კატეგორია
ირმა ხეცურიანი - მე-5 ადგილი