პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში ჯგუფური ტურნირის ბოლო, მე-3 ტურის შეხვედრები დასრულდა.
A ჯგუფში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, კანადას, რომელსაც ფიფამ 6 ქულა მეტოქის ვარჯიშის დრონით მალულად გადაღების გამო ჩამოაკლო, კოლუმბიელებთან გამარჯვება ესაჭიროებოდა. კანადელებმა მეორე ნახევრის 61-ე წუთზე კოლუმბიელთა კარის აღება, შემდეგ კი ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს და პლეი-ოფში გავიდნენ.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა ახალი ზელანდია დაამარცხა.
კანადა - კოლუმბია 1:0(0:0)
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 2:1(1:1)
B ჯგუფში აშშ-მა ავსტრალიას სძლია, გერმანიამ კი ზამბია გაანადგურა
აშშ - ავსტრალია 2:1(1:0)
გერმანია - ზამბია 4:1(1:0)
C ჯგუფში პირველი ტაიმის 45+5 წუთზე ათი კაცით დარჩენილი ბრაზილია ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ალექსია პუტელიასმა შეერთებული შტატების კარში მეორე გოლი 90+17 წუთზე გაიტანა.
იაპონიამ ნიგერია 3:1 დაამარცხა
ესპანეთი - ბრაზილია 2:0(0:0)
იაპონია - ნიგერია 3:1(2:0)