დასრულდა მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის სექტემბრის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის შეხვედრები.
თურქეთში, კონია ბუიუკშეჰირ ბელედიეზე, მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეების, თურქეთის და ესპანეთის გუნდების შეხვედრაში, აშკარა უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო.
ესპანელებმა მასპინძლებს ექვსი მშრალი გოლი გაუტანეს და ორი თამაშიდან ორი გამარჯვებით სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცნენ.
თურქეთი - ესპანეთი 0:6(0:3)
გოლები: 6' პედრი, 0:1, 22' და 45+1' მიკელ მერინო 0:2 და 0:3, 53' ფერან ტორესი 0:4, 57' მიკელ მორინო 0:5, 62' პედრი 0:6