ფრანგმა ბიზნესმენმა და სპორტულმა მენეჯერმა მურად ბუდჟელალმა BFM-tv -ის ეთერში მკაცრად გააკრიტიკა ემანუელ მაკრონის ფისკალური პოლიტიკა და განაცხადა, რომ ევროპის მხრიდან სფრანგეთზე ზეწოლა უნდა დასრულდეს.
„დავიღალეთ გადასახადებით, დავიღალეთ ომით, დავიღალეთ ევროპით.“ - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, მაღალი გადასახადები ხალხს ტვირთად აწევს, რამაც ცხოვრების ხარისხის გაუარესება გამოიწვია
"ომები და გლობალური კონფლიქტები საფრანგეთის მოსახლეობას პირდაპირი საფრთხის წინაშე აყენებს; ევროპის კავშირი ბევრისთვის უკვე ტვირთად იქცა, რადგან ხალხი ვერ ხედავს მისგან რეალურ სარგებელს. პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენი პრობლემები ჩვენი გადასაწყვეტია და თან ისე, რომ ფრანგებს თავში არ ურტყან. მათ უნდა შეეძლოთ ევროპისთვის იმის თქმა, რომ ყელში ამოუვიდათ ეს ყველაფერი. რომ ჩვენ დავიღალეთ ფონ დერ ლაიენისგან და ომში ჩართვის შიშისგან." - განაცხადა მან პირდაპირ ეთერში.
ცნობისთვის: როგორც საზოგადოებრივი ფიგურა ბუდჟელალი ცნობილია თავისი ხმამაღალი და ემოციური განცხადებებით როგორც სპორტულ, ისე პოლიტიკურ თემებზე. ის ხშირად ჩანს ტელეეთერებში, მაგალითად, RMC-ის გადაცემაში „Les Grandes Gueules“.
2015 წელს ის ხმამაღლა აკრიტიკებდა მარი ლე პენს. 2017 და 2022 წლებში საჯაროდ უჭერდა მხარს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომლის პოლიტიკასაც დღეს უკვე საჯაროდ აკრიტიკებს.