ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკის მშენებლობისა და პარკამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა პირველ მოადგილესთან, გიორგი პაპიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ამ ეტაპზე, ტყე-პარკში მიმდინარეობს საქორწინო ცერემონიებისთვის სივრცის მოწყობა. მშენებლობის მესამე ეტაპის ფარგლებში ეწყობა კალათბურთის, ჩოგბურთისა და ფეხბურთის მოედნები. ზემო სერის ტყე-პარკის განვითარება ამით არ სრულდება, იგეგმება მეოთხე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, დაემატება საბავშვო ატრაქციონები.

გარდა ამისა, სრულდება ტყე-პარკამდე მისასვლელი გზის მოწყობა. ეს გზა ბანასთან და კოლეჯ „ქართლთანაც“ მიდის, ამიტომ მისი მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, დაიგო რკინა-ბეტონის საფარი,მოეწყობა სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს ლითონის ზღუდარის მოწყობა, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ზემო სერის ტყე-პარკის შესასვლელთან- საპარკინგე სივრცე და გარე განათება“ - აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

ზემო სერის ტყე-პარკის მშენებლობის მესამე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 849 202 ლარია. რაც შეეხება გზის მშენებლობას, პროექტი გარდამავალია და მისი ჯამური ღირებულება 1514 025 ლარს შეადგენს. ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ორმოცწლიანი წყვეტის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს ხაშურქალაქობის დღესასწაული ზემო სერის ტყე-პარკში გაიმართება.