დღეს „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა მაღალმთიანი სოფლების: ჭრეშის, წიფორის, ხახალაჯვარისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულად აფასებენ იმ პოლიტიკას, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება. როგორც ზამურ ჭითანავამ შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის „ქართული ოცნების“ საერთო სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოს ყველა კუთხის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარება და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების გათვალისწინება. შეხვედრაზე ისაუბრეს უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

მერობის კანდიდატი ასევე ტანძიის მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც ადგილობრივებმა სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი დააყენეს.

ზამურ ჭითანავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობს და მისი გუნდი დეტალურად შეისწავლის არსებულ ვითარებას: „შესაძლებლობების ფარგლებში, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ტანძიის მოსახლეობის სურვილი რეალობად იქცეს.“

მერობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა მისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს გულწრფელი საუბრისა და სითბოსთვის. - წერს კანდიდატი სოციალურ ქსელში.