ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სააგენტოები ავრცელებენ.
ამერიკული მედიის ცნობით, ექიმებმა ვერ შეძლეს გადაერჩინათ გავლენიანი კონსერვატორი ჩარლი კირკი, რომელიც იუტაში გამართული აქციის დროს სროლის შედეგად დაიჭრა.
31 წლის ჩარლი კირკი სტუდენტური ორგანიზაცია Turning Point USA-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და აშშ-ის ტრამპისტი ახალგაზრდების გავლენიანი წარმომადგენელი იყო.
„დიდი და უფრო მეტიც, ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ჩარლიზე უკეთ ვერავინ ხვდებოდა და ვერც თანაუგრძნობდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობას. ის ყველას უყვარდა და აღმერთებდა, განსაკუთრებით მე. ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანია და მე სამძიმარს ვუცხადებთ მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და მის ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“ - წერს თავის სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.