თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს  - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე“, – განაცხადეს სუს-ში.

შეგახსენებთ, 2025 წლის 1 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას, მას ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის

ინფორმაცია  განახლდება.