სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრება „ოზურგეთის თასი - 2025" ჩატარდა. სხვადასხვა დისტანციაზე ოთხი გარბენი გაიმართა და 12 პრიზი გათამაშდა: 

სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი - 2025" ჩატარდა. სხვადასხვა დისტანციაზე ოთხი გარბენი გაიმართა და 12 პრიზი გათამაშდა: 


ნაგომრის თასი - 2000 მ. 3 წლიანი სუფთა სისხლის ცხენები - საპრიზო ფონდი: 3 300 ლარი
პირველი ადგილი - ლევან კალანდია (ფოთი)მეორე ადგილი - გიორგი ძაგანია (ყაზბეგი)მესამე ადგილი - საბა ხურცია (აბაშა)

Მშვიდობის თასი - 2400 მ. ნახევრად სუფთა სისხლის ცხენები - საპრიზო ფონდი: 2 500 ლარი 
პირველი ადგილი - საბა ეხვაია (ზუგდიდი)მეორე ადგილი - ლიზი ხოფერია (ჩოხატაური)მესამე ადგილი - საბა მუშკუდიანი (ქუთაისი)

გურული მხედრების თასი - 1400 მ. 2 წლიანი სუფთა სისხლის ცხენები - საპრიზო ფონდი: 5 000 ლარი 
პირველი ადგილი - გიორგი მჟავანაძე (ოზურგეთი) მეორე ადგილი - გაბრიელ გოგლიძე (ოზურგეთი) მესამე ადგილი -გიორგი ცინცაძე (ჩოხატაური)

ოზურგეთის თასი - 2400 მ. უფროსი ასაკის სუფთა სისხლის ცხენები - საპრიზო ფონდი: 5 500 ლარი 
პირველი ადგილი - საბა ეხვაია (ზუგდიდი)მეორე ადგილი - გიორგი მჟავანაძე (ოზურგეთი)მესამე ადგილი - გიორგი ცინცაძე (ოზურგეთი)

დოღში მონაწილე მხედრები სიგელებით, მედლებით და თასებით,ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დააჯილდოვეს. 

„სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი - 2025" წელსაც წარმატებით ჩავატარეთ. აღსანიშნავია, რომ წელს, საცხენოსნო შეჯიბრს ორი ძველი ქართული საცხენოსნო სპორტული თამაში - „ისინდი“(შუბით სროლა) და „ცხენბურთი“ შეემატა. ვულოცავ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი მონაწილეებს ყველა მუნიციპალიტეტიდან! მადლობა ოზურგეთის მერიის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ. 

წლევანდელ საცხენოსნო შეჯიბრს ორი ძველი ქართული საცხენოსნო სპორტული თამაში "ისინდი" (შუბით სროლა) და "ცხენბურთი" შეემატა, რომლის საპრიზო ჯამური თანხა 2500 ლარია. ამ ძველ თამაშში ოზურგეთი და ზუგდიდი მონაწილეობდა. გამარჯვებული კი ოზურგეთის გუნდი გახდა, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა კობა ბალავინოვმა და ამავე გაერთიანების საცხენოსნო სექციის უფროსმა ავთო მარტიკოვმა დააჯილდოვა.

ნაგომარში გამართული ღონისძიება ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.