იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლის" და იგორ ტუდორს შორის მოლაპარაკება შეწყდა და გუნდის მწვრთნელად ვალტერ მაცარი დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგორ ტუდორი მავარ პირობად გუნდში სულ მცირე 2025 წლის ივნისამდე დარჩენას ასახელებდა, აურელიო დე ლაურენტისი კი მას 2024 წლის 30 ივნისამდე გარანტირებულად დარჩენას სთავაზობდა. მხარეები ბოლომდე თავიან პოზიციებზე დარჩნენ და მოლაპარაკება ჩაიშალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლის" და ვალტერ მაცარის შორის შემდგარი რამდენიმე სატელეფონო საუბრის შემდეგეს უკანასკნელი დათანხმდა გუნდში 7 თვის ვადით მისვლას.

„კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ვალტერ" - ასე მიესალმა აურელიო დე ლაურენტისი მწვრთნელს, რომელიც „ნაპოლის" 2009-2013 წლებში წვრთნიდა.

იტალიის სპორტული პრესა წერს, რომ იგორ ტუდორთან და ვალტერ მაცარისთან „ნაპოლის" მხრიდან უპირველეს მოთხოვნად კონტრაქტის 7 თვის ვადით გაფორმების მიზეზი არის ანტონიო კონტე, რომლის გუნდში მიყვანასაც კლუბი გასულ თვეშიც ცდილობდა, მან კი კატეგორიულად განაცხადა, რომ ამ სეზონის განმავლობაში დასვენა და ოჯახთან ერთად დროის გატარება სურდა.

როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება და ის იგრძნობს, რომ მზად არის დაუბრუნდეს მუშაობას, „ნაპოლის" სურს დასაბრუნებლად, „ნაპოლის" სურს იყოს პირველი რიგში და ხელისშემშლელ გარემოება არ იყოს სხვა მწვრთნელთან გაფორმებული კონტრაქტი, - წერს football-italia.

ვალტერ მაცარის გუნდში დაბრუნებას „ნაპოლის" გულშემატკივრები მიესალმნენ და სოციალურ ქსელებში მაცარის „ნაპოლიში" ყოფნის დროინდელი მიმები  ატვირთეს.