ბილბაოში, „სან-მამესზე" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის წლევანდელ ფინალში ერთმანეთს თასის რვაგზის მფლობელი „ლიონი" და ორგზის გამარჯვებული „ბარსელონა" შეხვდნენ.

მატჩი ესპანელმა ფეხბურთელებმა მოიგეს და ისინი მესამედ გახდნენ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელები.


აღსანიშნავია, რომ გუნდები ფინალში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და „ბარსელონამ პირველად შეძლო მეტოქის დამარცხება.