ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი დისციპლინური გადაცდომების გამო, UEFA-მ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას ალბანური მედია ავრცელებს.

დარღვევებში ნახსენებია საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა, სტადიონის კიბეების ბლოკირება და მოედანზე საგნების სროლა.

დისციპლინარული დარღვევების გამო დაწესებულმა სანქციამ, ჯამში 41 250 ევრო შეადგინა.