საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საძირკველში კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს ჩაიდო, 4 წლის შემდეგ კი, ტელევიზია ახალ, ეკოლოგიურად მწვანე შენობაში გადადის. 

საქართველოს პირველი არხი  პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში გადავიდა. 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.