დიდება გმირებს. მადლობა ვეტერანებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვისუფლებისთვის, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ვეტერანების დღეა. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ოჯახის კეთილდღეობა დაივიწყეს და საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანეს. ვიცი რას ნიშნავს ფანჯარასთან მამის ლოდინი როცა ის იქაა, სადაც ისვრიან და არავინ იცის დაბრუნდება თუ არა ცოცხალი. 
ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გრძნობა ბავშვებმა აღარასოდეს გამოსცადონ. 
დიდება გმირებს.
მადლობა ვეტერანებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვისუფლებისთვის“, - წერს რატი ბრეგაძე.