"ამჟამად[საქართველო] ძალიან რთულ ეტაპს გადის და უნდა გვეყოს წინდახედულება და ჭკუა, რომ უვნებლად გავიაროთ ეს მძიმე ეტაპი“ — ამის შესახებ აკადემიკოსმა, ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ Movement-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად სიბერისა, გონება არ დამიკარგავს და ამიტომ მაწუხებს და მაღელვებს დღევანდელი მდგომარეობა. არ არის სტაბილური. ჩვენმა ისტორიულმა წარსულმა ჩვენ ევროპას საკმაოდ ჩამოგვაშორა. იზოლაციაში იყო საქართველო და სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში სურვილი იყო შველის, საშველის პოვნისა. ჩვენ ძალიან დავზარალდით იმით, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირი არ გვქონდა...საბჭოთა დროის არჩევნები - როდესაც 1 კაცი იყო ასარჩევი. აირჩევდი თუ არ აირჩევდი, ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ბოლოს ხალხი ისე იყო მიჩვეული ამას, რომ ხალხი აღარ დადიოდა არჩევნებზე და იმ საარჩევნო უბნებში, რომ დამთავრდებოდა ვადა, აიღებდნენ ამ ბიულეტინებს და ერთიანად ჩაყრიდნენ ხოლმე. იყო ასეთი დრო. ამ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მთავარია, ადამიანმა იგრძნოს, რომ ის არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე და უნდა მიიღოს მონაწილეობა ასეთ გადამწყვეტ საქმეში თვითონ, რომ მას აკისრია როგორც მოქალაქეობრივი, ისე პირადი პასუხისმგებლობა ამაზე. თორემ ახლა თოკს ვერ მიაბამ ვერავის და თოკით ვერ წაიყვან არჩევნებზე. ამჟამად[საქართველო] ძალიან რთულ ეტაპს გადის და უნდა გვეყოს წინდახედულება და ჭკუა, რომ უვნებლად გავიაროთ ეს მძიმე ეტაპი“ — თქვა ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ Movement-თან ინტერვიუში.