საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყო.

ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ნაკრებისა და მილანის ვარსკვლავების მატჩში ლეგენდარული კაფუ ითამაშებს! - ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

კლუბი მილანი: მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში სტუმრობას