დინამო არენას საკითხზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანი და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ ამ სტადიონზე ვითამაშოთ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სტადიონის ტევადობის სრულად ათვისებას შევძლებთ. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა არ ითამაშოს მხოლოდ თბილისში. შესაბამისად, ნოემბრის თამაშს ბათუმი უმასპინძლებს. თუ მარტისთვის დინამო არენა მზად იქნება, ტევადობის სრულად ათვისების პირობებში სიამოვნებით ვითამაშებთ იქ. - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი მიზანია და ეს განვითარების პროგრამაშიც გვიწერია, რომ ეროვნულ ნაკრებს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს საკუთარი ბაზა, რომელიც, ყველა ნაკრების მიერ იქნება გამოყენებული. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ როგორც კაცთა, ისე ქალთა ნაკრებს ახლო მომავალში ჰქონდეს საკუთარი სახლი.
ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვესაუბრეთ გიორგი გველესიანს. ხვალ, საკლუბო მატჩის შემდეგ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. საელჩოც საქმის კურსშია და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი გველესიანი შეუფერხებლად ჩამოვიდეს შეკრებაზე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს შორის. სწორედ შვედეთთან მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებთან იქნება. ამ კომუნიკაციის შედეგად, მთავარი მწვრთნელები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ორივე გუნდისთვის“. - განაცხადა იაშვილმა,