ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში ალბანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.