ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კონცერტი გამართა. მოსახლეობასთან ერთად, ღონისძიებას რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე დაესწრო.
კონცერტი საბავშვო პროგრამით გაიხსნა და ის მუსიკალურად ,,ქენდი სტუდიომ“ გააფორმა. მაყურებლების წინაშე ,,გუფი ლენდიც“ წარდგა.
პარალელურად, საახალწლო-საკარნავალო სამოსში ჩაცმული მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა.
„კიკვიძის პარკში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა გვქონდა. მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაც ჩატარდა. ტრადიციულად ვეცადეთ მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა და გაგველამაზებინა წინასადღესასწაულო პერიოდი. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ 2024 წელს მშვიდობა და კეთილდღეობა მოეტანოს!“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.
საახალწლო კონცერტი ნაძალადევის გამგეობის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.